суббота, 30 октября 2010 г.

"ადამიანი"

  1.   პროექტის სახელი:  ,,ადამიანი"
  2.   პროექტის მოკლე აღწერა: დედამიწაზე ჩამოსულ უცხოპლანეტელსი შეხვდა ბავშვს.მას ადამიანი არ უნახავს და ბავშვმა უნდა აუხსნას ისე,რომ დანახვისთანავე იცნოს.
  3.   პროექტის ვრცელი აღწერა:  მოსწავლეებმა ახსნან როგორია გარეგნულად ადამიანი; რით განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისაგან; როგორია მისი საარსებო გარემო; რა არის აუცილებელი მისი არსებობისათვის;რას საქმიანობს ადამიანი და როგორ ცვლის იგი თავის საარსებო გარემოს.(დაუხატავს,აჩვენებს ფოტოსურათებს და ვიდეომასალას).მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ბუნების სახელმძღვანელოდან ადამიანის გარეგნობის და საარსებო გარემოს შესახებ–ამოიწერენ საჭირო მასალას,ქართული ენის გაკვეთილზე გაიხსენებენ შესწავლილ მასალას ადამიანის საქმიანობის შესახებ,მოიძიებენ ფოტომასალას,ვიდეომასალას ინტერნეტიდან;დახატავენ ადამიანს( პორტრეტი; შვილებთან ერთად; საქმიანობა–თემა თვითონ აირჩიონ). პროექტის დასრულების შემდეგ მოიწვევენ მშობლებს,თანატოლებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
  4.  მონაწილეთა ასაკი: დაწყებითი კლასის მოსწავლეები – 8–10 წლის.
  5.   პროექტის შესრულების ვადა: ორი კვირა.
  6.   პროექტის შესაძლო აქტივობები: კვლევა ბუნების გაკვეთილზე – ადამიანის აგებულება; ადამიანის საარსებო გარემო.  ჯგუფური მუშაობა ქართული ენის გაკვეთილზე – ადამიანის საქმიანობა, პროფესიები.  ხელოვნების გაკვეთილზე  –– ხატვა,ფოტომასალის მოძიება,ვიდეომასალის მოძიება. პრეზენტაცია. მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.
  7.    მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები თავს მოუყრიან ბუნების,ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას;ისწავლიან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას; ისწავლიან პრეზენტაციის გაკეთებას.
  8.   საგნებთან, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოხდება ხელოვნების,ბუნების,ქართული ენის გაკვეთილების ინტეგრირება.მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის,წერის,მეტყველების,კვლევის უნარები.
  9.    რომელ საგანს შეუძლია განახორციელოს: ბუნებისმცოდნეობა; ქართული ენა; ხელოვნება.
  10.    სამუშაო ენა:  ქართული.
  11.    პროექტის ფასილიტატორი:  დარეჯან ფერაძე.
  12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: darejanferadze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий